სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ანტიკორუფციულმა აქტივისტმა ზუზანა ჩაპუტოვამ მოიპოვა და ამით ის ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
ზუზანა ჩაპუტოვამ, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება თითქმის არ ჰქონია, არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი, მაღალი რანგის დიპლომატი და ევროკომისიის მაღალჩინოსანი მაროშ შეფჩოვიჩი დაამარცხა.
პროევროპელმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ზუზანა ჩაპუტოვამ, ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 58 % მოიპოვა, მისმა მოწინააღმდეგემ კი 42 %.