ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი თანამდებობიდან გადადგა. ყველასთვის მოულოდნელი განცხადება ზარიფმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
მინისტრის გადადგომა დაადასტურა ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ IRNA-მ.
გამოსამშვიდობებელ განცხადებაში, ზარიფმა ირანელ ხალხს მოუბოდიშა მისი ნაკლოვანებებისთვის მთავრობაში მოღვაწეობის დროს.
მოჰამედ ჯავად ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2013 წლის აგვისტოდან იკავებდა.