დღეს, შეიკრიბება საპარლამენტო ჯგუფი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ხელმძღვანელობით, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის სამომავლო დანიშნულებაზე იმსჯელებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, საპარლამენტო უმრავლესობა ავლაბრის რეზიდენციაში კულტურის ეროვნული ცენტრისა და სამუზეუმო სივრცის განთავსებას განიხილავს. რეზიდენციისთვის ამ დატვირთვის წინადადებას მხარს უჭერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
საპარლამენტო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო უმცირესობაში თვლიან, რომ ავლაბრის რეზიდენცია პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი.