ახლა გავიგე, რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი იურიდიული კომიტეტიდან, რადგან კომიტეტის თავმჯდომარე არ აძლევს საუბრის უფლებას რიგის მიხედვით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, რომლის თავმჯდომარეც თავადაა, ყველა ადამიანს ეძლევა აზრის გამოხატვის საშუალება.
კილაძის განცხადებით, ყოვლად გაუგებარია, რატომ უკავშირებს ეკა ბესელია თავის გადადგომას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს .
„შეგიძლიათ, დასარეჩოთ google-ში და პირდაპირ ამოაგდებს ჟურნალისტების სტატიებს, სადაც ამაზე იყო საუბარი. რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან, ეს ყოვლად გაუგებარია. გაუგებარი კი არა გასაგები თემაა. ძალიან ნათელია ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ და სოფო კილაძემ იკამათეს.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.