საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ და სოფო კილაძემ იკამათეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა.
მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიმართა და უთხრა, რომ უკვე დიდი ხანია ხელი ჰქონდა აწეული და სიტყვით გამოსვლა სურდა, რაზეც ბესელიამ უპასუხა, რომ დამშვიდებულიყო.
„ყველა დამელოდეთ მშვიდად, რიგს აქ მე განვსაზღვრავ. დამშვიდდი, დაწყნარდი, რიგი განსაზღვრე იქ, სადაც შეგიძლია განსაზღვრო. აქ მე განვსაზღვრავ რიგს და მოვითმინოთ. დაწყნარდი, კიდევ ერთხელ გეუბნები, შეგიძლია გაიარ-გამოიარო და შემოხვიდე”, – მიმართა ეკა ბესელიამ სოფო კილაძე.
ცნობისთვის, ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ უძღვება. მან კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.