სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა მნიშვნელობა ექნება მისი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვას.
BBC: ფიქრობთ, რომ საქართველოს მართლაც შეუძლია ნატოში გაწევრიანება, უახლოეს მომავალში? ხომ არ გგონიათ, რომ ნატო, ხანდახან საქართველოს იმისთვის იყენებს, რომ რუსეთი გააღიზიანოს?
სალომე ზურაბიშვილი: არა, არ ვფიქრობ, რომ ნატო საქართველოს იყენებს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, სხვაგვარად ახლა საქართველოს პრეზიდენტი არ ვიქნებოდი, ჩვენს დროში დრო სწრაფად გადის.
მახსოვს პრეცედენტი, როდესაც ხალხი ამის მიღწევას ცდილობდა. მე ფრანგი დიპლომატი ვიყავი, როდესაც 2004 წელს ევროკავშირის გაფართოებაზე ვმუშაობდით. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ მგონია, რომ შეუძლებელი არაფერია.
ჩვენ ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ, მუდმივად წინ უნდა წავიდეთ, ქართველ ხალხს უნდა ავუხსნათ, რა მნიშვნელობა ექნება მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ევროკავშირისკენ სწრაფვას. ეს ის არის, რაც ქართველ ხალხს სურს, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ეს, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში.