საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
დედასთან ერთად მაშველებმა რამდენიმე წუთის შემდეგ მისი მცირეწლოვანი შვილიც იპოვეს.
ცნობისთვის, თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 15 ნოემბერს მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი - დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.
სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე, რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.