პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავს.
სიტყვის გამოსვლის დროს, ერთ-ერთმა მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილს სიტყვა შეაწყვეტინა, რის გამოც, დარბაზში ხმაური ატყდა.
მამაკაცი დარბაზიდან სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა გაიყვანეს.
როგორც მამაკაცმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა და ის არ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტობას.
"მისთვის მინდოდა მეთქვა, რომ მოღალატეა. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არის მოღალატე. არ აქვს მას საქართველოს პრეზიდენტობის უფლება", - განაცხადა მამაკაცმა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნება" მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.