რუსთავის N1 საჯარო სკოლასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურები, თუმცა სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება.
შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცავები ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფორმაცია სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შევიდა.
როგორც სკოლის დირექტორმა განაცხადა, სამართალდამცავებმა 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გაატარეს შესაბამისი ღონისძიება, მოხდა სკოლის შენობის დათვალიერება და რაიმე აკრძალული ნივთი ან საფრთხის შემცველი არაფერი არ აღმოუჩენიათ.