ზუგდიდი-ცაიშის ავტომაგისტრალზე კიდევ ერთი ავარია მოხდა, რომელსაც მოპედის მძღოლი ემსხვერპლა.
მოპედი გაჩერებულ ტრაილერებს დაეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაწყო.
შეგახსენებთ, ამ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, ზუგდიდი-ცაიშის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა.