ზუგდიდი-ცაიშის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს “მიცუბიშისა“ და “ფოლცვაგენის“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით.