"რაც არ უნდა ეცადოს მტერი საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვა შეაჩეროს, ამას ვეღარასდროს შეძლებს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.
"კრიტიკოსები, რომელთაც აღიზიანებთ დღეს აქ, ამ აღლუმზე ქართველი სამხედროების დანახვა და რომლებმაც, სამწუხაროდ, შარშან ხელი შეუშალეს აღლუმის ჩატარებას რუსთაველზე, აცხადებენ, რომ ის, რაც დღეს ამ გამზირზე ხდება, არის ჩვენ მიერ იარაღის ჟღარუნი და უბრალოდ ახირება. ყველამ კარგად დაუგდეთ ყური ქართული არმიის მარშის და სამხედრო ტექნიკის ხმას - ეს ხმა იარაღის ჟღარუნი კი არ არის, ჩემო მეგობრებო, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა. რაც არ უნდა ეცადოს მტერი, რომ ეს გულის ფეთქვა შეაჩეროს, ამას ვეღარასდროს შეძლებს და ეს ყველამ ერთად უნდა განვაცხადოთ", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული აღლუმის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, ის დრო, როცა ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევა სურდათ, წავიდა.