27 დეკემბერს 19:00სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" მეშვიდე კონცერტი გაიმართება.
მსმენელის წინაშე ლონდონში მოღვაწე 24 წლის წარმატებული ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს) წარსდგება.თბილისში ეს მისი სადებიუტო კონცერტია.
წლევანდელ ფესტივალზე სიახლეა - რუბრიკა „დებიუტი", რომლის პირველი სტუმარიც ლუკა იქნება.
ლუკა ოქროს -ქართველი პიანისტი, მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯში.
ის არის რამოდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მათ შორის: ხოსე იტურბის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (ვალენსია), ალმა-ატას კონკურსი, პიანო კამპუსის კონკურსი, ჰოროვიცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (კიევი).
ამავე დროს ის არის სხვადასხვა ფონდის ჯილდოს მფლობელი: Hattori Foundation, the Tillet Trust, the Craxton Foundation, the Deena Shypitka Award; ასევე, მიიღო Tabor Foundation Piano Prize ვერბიეს ფესტივალზე.