როგორც კი აუცილებლობა დადგება, საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, თუკი ამის საჭიროება...
ქვეყანაში დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო და სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, მუშაობას გააგრძელებენ ფოსტა და ბანკები. მანამდე გაიმართა ეროვნული უსაფრთხოები...
მეჩეთებში ჯგუფურად ლოცვები დროებით აიკრძალა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში მიიღეს. “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ქალაქ ბათუმის ოფისში შეიკრიბნენ სასულიერო პირები და მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 1. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში დ...
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 427 ადამიანი გარდაიცვალა. სულ იტალიაში კორონავირუსით 3 405 ადამიანი გარდაიცვალა. ეს კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.
მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. უსაფრთხოების საბჭოს ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება ...
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ქიანუშ ჯაჰანპურის განცხადებით, ირანში ყოველ 10 წუთში კორონავირუსისგან ერთი ირანელი იღუპება, ყოველ საათში კი 50 ირანელი ინფიცირდება. უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსისგან 149 ადამიანი დაიღუპა. ეს არის ერთ დღეში ვირუსისგა...
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დილით აღებული 10 ტესტიდან კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ დაუდგინდა. ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან 15 პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომელიც გვიან ღამით გახდება ცნობილი. "ჩვენ დილას ვთქვით, რომ 9 პაციენტის ტესტირებაზე იყო ლაპარაკი, ...
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ჯანმოს მიერ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპ...
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, თიბისი ურჩევს მომხმარებლებს მაქსიმალურად გამოიყენონ დისტანციური არხები, რომლითაც თითქმის ყველა საბანკო სერვისის მიღება შეუძლიათ. 20 მარტიდან, თიბისი დროებით აჩერებს მხოლოდ რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას. დაიხურება ის სერვისცენტრებ...
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის განცხადება ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯ...
ამერიკელი მეცნიერები კორონავირუსის სამკურნალოდ 2 ახალ მედიაკამენტზე მუშაობენ. ისინი მედიაკამენტებს ცდიან, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება. იუწყება რადიო "ამერიკის ხმა". ამჟამად, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს. ვირუსი სწრაფად გადადის წვეთოვანი გზით და პაციენტებს, მ...
მონაკოს 62 წლის პრინცს - ალბერტ მეორეს კორონავირუსი დაუდგინდა. სამეფო კარის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "მისმა სამეფო უმაღლესობამ, მონაკოს პრინცმა ალბერტ მეორემ კორონაივურისზე ტესტი კვირის დასაწყისში ჩაიტარა და ის დადებითი ...
საქართველოს სამეფო სახლის ფეისბუქგვერდის ინფორმაციით, გარდაიცვალა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა, პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი. "ჯი-ეიჩ-ენი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება , რომ გუშინ, 2020 წლის 17 მ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს „Facebook“ გვერდ...
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი განსაკუთრებული პირობები ორი კვირის ვადით, 20 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდა. განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეჩერებული აქვთ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრ...