ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში უხვი ნალექის გამო მდინარე ძირულა კალაპოტიდან გადმოვიდა და გზა დატბორა. ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა მდინარემ დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი სახნავ-სათესი მიწა დააზიანა. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი სოფლის შიდა გზა, თუმცა ჩინურმა კომპანია...
„ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე, 1-ელ ივლისს მზად ვიქნებით, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები. ამ მომენტს დაემთხვევა სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა „უსაფრთხო დერეფნების" შესაბამისად. ამავე პერიოდში, მოხდება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...
ჩვენ უკვე განვიხილავთ იმ მიმართულებებს, რომელთა აღდგენა შეგვიძლია ქუთაისიდან, აცხადებს ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო. როგორც რადომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განმარტა, ავიაბილეთის ისევ იაფი ფასები იქნება, რადგანაც Wizz Air-ი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპან...
"დღეს წარმოდგენილ გეგმაში არის სწორი ელემენტებიც, მაგრამ მთლიანობაში გეგმა არის ფრაგმენტული და ხშირად დაგვიანებული ნაბიჯებისგან შემდგარი", - ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე, მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმას ეხმაურება. ბაქრაძე ამბობს, რომ ეკონ...
"ტურიზმის ამოქმედების მეორე ეტაპზე, 15 ივნისს შიდა ტურიზმისთვის ბაზრის გახსნა მოხდება. ამ დროისათვის, ჩვენ უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და ასევე იმუშავებენ საპილოტე ზონები. 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტი უკვე შეძლებს, ესტუმროს საქართველოში მდებარე სასტუმრო...
"საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი - ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის დეტალებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ აქამდე მსოფლიო საქართველოს იცნობდა, როგორც უ...
ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი მთლიანად გამიზნული და აგებულია ტურიზმის ინდუსტრიის საჭიროებებზე, მონახულია კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ სექტორში მოქმედი კომპანიების ქვედარგებისთვის, - ამის შესახებ ეკონომკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენ...
ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის სექტორში ოფიციალურად დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების დასახმარებლად. მის...
ტურიზმის ინდუსტრიის პირველი, "გადაუდებელი დახმარების" ეტაპის ფარგლებში შეთავაზებული შეღავათებით უკვე 6118-მა ტურისტულმა ბიზნესმა ისარგებლა - კერძოდ, მათ 4 თვით გადაუვადდთა ქონების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე, - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზ...
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გადავდივართ პოსტკრიზისული ეკონომიკის მართვის ეტაპზე. დღეს, განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სექტორულ მიმართულებას. სექტორული თვალსაზრისით პირველი იქნება ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა და ფერმერების მხარდაჭერა, შემდგომ - დეველოპმენტის, მშენებლობის და სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერა და ...
შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რუსთავის სერვისცენტრში ადგილობრივ მეწარმე სუბიექტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ მთავრობის მიერ მიღებული,...
ჩვენ წარმოვადგინეთ შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის ამოქმედების. 6-ეტაპიანი გეგმა, მაგრამ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ შედარებით უფრო სწრაფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგ...
საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რა რეკომენდაციებიც გვექნება უახლოეს დღეებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გი...
ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა მოხდება ეტაპობრივად. თუმცა მანამდე საავიაციო ხელისუფლებას და აეროპორტებს გარკვეული სამუშაოების წარმოება მოუწე...
1-ელ ივლისს საქართველო უმასპინძლებს პირველ საერთაშორისო მოგზაურს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა რომელიც აამუშავებს ტურიზმის ინდუსტრიას! ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის ფაზები: 15 ივნისი -...