ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდასტურა. იტყობინება BBC-ი.
კორონავირუსის ტესტის ჩატარება პრეზიდენტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სიმპტომი, მათ შორის მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა.
მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ კორონავირუსი შესაძლოა გადატანილი ჰქონდა. ბოლსონარო ცდილობს კორონავირუსი უსაფრთხო ვირუსად წარმოაჩნოს და მას "მსუბუქ გრიპს" უწოდებს.