რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის - "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიმართა: "ჩემს ქართველ სტაჟიორ ირინასთან ერთად მინდა მოგმართოთ ამ აქციაზე, რომელიც იმართება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. წლებია, ვიცი რომ ქართული საზო...
საქართველოს მეოთზე პრეზიდენტი მოუწოდებს თანამემამულეებს, შეუერთდნენ ევროპულ ოჯახში შესვლის მსურველებს და აქციაზე მოვიდნენ. გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რომ ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაცია-დეოლიგარქიზაცია, ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა გათავისუფლედეს გავლე...
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და 20 ივნისის აქციის ერთ-ერთი სიტყვით გამომსვლელი ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მან პარლამენტის წინ ტრიბუნიდან თქვა, რომ მომდევნო ექვსი თვე, ის პერიოდი, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატისთვის მიცემული მითითებების შესრულება მოუწევს, რთული იქნება. &...
არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად არ მოვსულვარ აქ და დარწმუნებული ვარ, რომ აქ მოსულთა უმრავლესობაც ასეა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა მთავარი მიზანი ევროპაა. &...
მაშინაც კი, თუ დასავლური იარაღის მიწოდება შეწყდება, უკრაინა გააგრძელებს თავის დაცვას რუსული შემოჭრისგან, მაგრამ ამის შედეგად კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპება, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანული ტელევიზიის ეთერში. "თუ იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძო...
"შინ ევროპისკენ" - სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა დიდძალი რაოდენობის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციას მსვლელობით შეუერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილი...
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს, ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. "იშვიათად თუ არის ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები და იშვიათად თუ იცი წინასწარ, რომ ეს დღეები იქნება გადამწ...
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არა მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისათვის, როგორც ამას ევროკომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს, არამედ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასაც. აღნიშნული განცხადება ვიქტორ ორბანის სახელით, ...
უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამებრძოლს და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეს, ი...
VTB ბანკი ქართულ ბაზარს ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქს"-თან ინტერვიუში ადასტურებს ბანკის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი. კოსტინის განცხადებით, ბანკი მხოლოდ საქართველოს ბაზრიდან გადის, სხვა ქვეყნებში კი განაგრძობს მუშაობას. "ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად არ ვყიდით [შვილობილ ბანკებს]. პრინც...
საქართველოს იუსტიციის და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრები ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის ახალ ფორმებზე შეთანხმდნენ. შეხვედრა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და კორეის რესპუბლიკის შს და უსაფრთხოების მინისტრ სანგ-მინ ლისთან დღეს გაიმართა. ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს საქა...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მსოფლიო ბანკმა ერთობლივ ღონისძიებაზე მსოფლიო ბანკის 2022 წლის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" ანგარიში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინეს. კობა გვენეტაძემ ღონისძიების მონაწილეებთან ერთად გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დეტალუ...
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. მთავრობის თავმჯდომარედ კონსტანტინე ჯუსოევი "დანიშნა". "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნოს ჯუსოევი კონსტანტინე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო. კატარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კატარის მაღა...
"დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არაფერი საერთო არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან", - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ დაგეგმილ აქციას "შინ ევროპისკენ". "სრულად ვიზიარებ ჩემი თანამოქალაქეების სულისკვეთებას ევროკავშირში გაწევრიანება...