"ლელო" და ნაცმოძრაობა რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი ლადო მგალობლიშვილი ცესკო-ს წევრის გიორგი სიორიძის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თორნიკე რიჟვაძემ საარჩევნო კოდექსი დაარღვია. ლადო მგალობლიშვილმა სიორიძის განცხადებას არაკომპეტენტური და პროვოკაციული უწოდა ...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 17 800-ს შეადგენს. ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა: ტანკი - 631; საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 776; საარტილერიო სისტემა - 317...
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რამდენიმე დასახლებაზე კონტროლის აღდგენის ფონზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საკვანძო მნიშვნელობის ობიექტი, ჰოსტომელის აეროპორტი დატოვეს. იტყობინება ბრიტანეთის დაზვერვა. კიევის მახლობლად მდებარე ჰოსტემელის აეროპორტის ხელში ჩასაგდებად, რუსეთი ომის პირველივე დღიდან ახო...
თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის არც ერთი მუხლი არ დაურღვევია, საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღეს აკრძალულია მხოლოდ სატელევიზიო რეკლამების გაშვება ეთერში, დანარჩენი სხვა საჯარო მოწოდება არის ნებადართული - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო მგალობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხად...
რომის პაპი ფრანცისკე, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მიუხედავად, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავს. მალტაში გამგზავრების დროს, რეპორტიორის კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების მიწვევას, პონტიფიკოსმა უპასუხა: "დიახ, ამას განვიხილავთ". რომის პაპს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ...
"სხვათა შორის, ჩვენ აქ იმიტომ ვართ, აი ეს გამოცდილი პროვოკატორები რომ გყავთ, არ მოაწყონ პროვოკაციები. ჩვენ ამას ვაკონტროლებთ, რომ იყოს სიმშვიდე, კიდევ და კიდევ, თქვენმა ნაც ტელევიზიამ არ გადასცეს ისეთი სიუჟეტი, რომ თითქოს ხდება ზეწოლაა, თითქოს და ხდება მობილიზება და პროვოკაციები. აი ამიტომ ვართ ჩვენ ჩამოსულები", - განაცხად...
ყოველ წელს გვესმის თითქოს, არჩევნებს ძველი ბიჭებით, კრიმინალების დახმარებით ვიგებთ და სხვაგვარად ფონს ვერ გავდივართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ჭეიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ე.წ. ოცნების ქალაქთან „ძვე...
მოლდოვა ვერ შეუერთდება დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რადგან ამან შესაძლოა ქვეყანა დატოვოს გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე. ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა. სანდუმ განმარტა, თუ რა შედეგებს გამოიღებს მოლ...
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასტიკად მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 39 წლის გახდებოდა. არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მუხთაგვერდის სასაფლაოზე პატივი მიაგეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს და დიაგნოსტიკის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზ...
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 343 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 260 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 083 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემ...
დღეს საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს აღნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს თანაბარი შესაძლებლობების უ...
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ პროგრამის დეტალები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან შეხვედრაზე განიხილა. მიმდინარე ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ ქვემო ქართლის რეგიონში შერჩეული იჯარით გასაცემი საძოვრების საერთო ფა...
არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ გამოქვეყნდა. დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის...