საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან. უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. „საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ...
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. ვერტმფრენის ბორტზე, ეკიპაჟის წევრების გარდა, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ...
უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუ...
რამდენად საშიშია გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზი, რამდენი სახის მანკი არსებობს, როგორ ხდება მკურნალობა და ოპერაციული ჩარევა? ამ და სხვა საკითხებზე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა კარდიოქირურგი ომარ გოგია საუბრობს. - საშიშია თუ არა გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზი? - მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა საში...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა და ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა. ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას. "საერთაშორის...
ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოედნის რეაბილიტაციის დროს, ბარათაშვილის აღმართიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება, ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გამოყენებით...
ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აშენებს და ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას და ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს უფლება გაემიჯნოს გუნდს. „ჩვ...
მიუხედავად ბევრი მცდელობისა და ასე ვთქვათ, მოწოდებების, პროვოკაციებისა, ჩვენმა გუნდა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას დამართნოდა, ეს არის ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გონივრული, ერო...
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში 5 სართულიანი, 5 ვარსკვლავიანი, 27 ნომრიანი სასტუმრო აშენდა. სულ ცოტა ხნის წინ კი სასტუმროში 80 ადამიანზე გათვლილი ლაუნჯი და ტერასაც გაიხსნ...
თბილისის ქუჩები ახალი, ფერადი საგზაო ნიშნებით აჭრელდა. საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლების მიზნით "თეგეტა ჰოლდინგმა" ახალი კამპანია წამოიწყო. კომპანია საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას აგრძელებს და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს კარგად ნაცნობ, თუმცა დაუწერელ კანონებს ილუსტრაციების სახით ა...
არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გონივრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობაა შენარჩუნებული და ასეთივე გონი...
გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. იტყობინება ტელეკომპანია "ფორმულა" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ წუთებში სამაშველო სამუშოები მიმდინარეობს. მსგავსი შემთხვევა გუდაურში 16 ივლისსაც მოხდა - პარაპლანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე დ...
ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი გამორჩეული მთელ რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ის ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს თავისი მიღწევებით, ანგარიშვალდებულებით, გამჭვირვალობით. „ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი, რომ იტყვიან, გამორჩეული მთელ რეგ...
მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და გაოცებული არიან, როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „კარგად მოგეხსენებათ, როგორი მძიმე ვითარებაა დღეს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა არაა საჭირო და ხელისუფლება "გონივრული პოლიტიკით" ქვეყანას გააერთიანებს. "...