საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა წერს.
მისი განცხადებით, ეს მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"ძალიან ემოციური საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან. დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ისედაც ხილული იყო: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. დიდი მწუხარებაა ამგვარი დასკვნის მოსმენა.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ბევრი გზა და მიზეზი არსებობს ამ სიტუაციის შეცვლისთვის, სანამ ძალიან არ დაგვიანდა, მათ შორის ჰუმანიტარულ მიზეზებზე დაყრდნობით", - წერს ევროპარლამენტარი.