„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კვიპროსში „ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტთან დაკავშირებით, გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. „სხვადასხვა ფლანგია, ერთ-ერთი ფლანგია, რომელმაც დღეს სააკაშვილის მავზოლეუმი გახსნა, როგორც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ უწოდა. ...
ჩვენ ვართ ერი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ გადაუხვევია სამართლიანობისთვის. ჩვენი დამოკიდებულება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიმართაც ეფუძნება სამართლიანობას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მან მოუწოდა ქვეყნებს მიმართონ ძალისხმევა მშვიდობის დამყარებისკენ და ამ საკითხში აშშ-ის პოზიცია გააკ...
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს. „არ არსებობს გეგმა ისრაელში ამერიკელი ჯარების ადგილზე განთავსების თაობაზე. ისრაელელებს არ აქვთ ამის სურვილი. მათ მკაფიოდ აჩვენეს,...
შეერთებული შტატები 13 ოქტომბრიდან ჩარტერული რეისების ორგანიზებას იწყებას, ისრაელიდან ევროპაში ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციისათვის. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ადმინისტრაციას...
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუშაობა შეაჩერა. ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრები გახდნენ ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების, აგრეთვე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოლიმპიური საბჭო...
მარნეულში 40 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევა ნიზამი განჯევის ქუჩაზე მოხდა. მას ქუჩაში, მეჩეთის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ბრიტანეთი ორ სამხედრო ხომალდს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით, აგზავნის, მისი სადაზვერვო თვითმფრინავები კი ისრაელის თავზე ფრენებს დაიწყებენ. იუწყება გამოცემა Times. როგორც გამოცემა წერს, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს დაარწმუნოს ისრაელი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო მხარდაჭერაში. მისივე ცნობით, რეგიონში დამხმ...
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისის „მიხეილ მესხი არენაზე“ ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 8:0 დაამარცხა. გოლები გაიტანეს ზურიკო დავითაშვილმა (2), ლუკა ლოჩოშვილმა(1), გიორგი მიქაუტაძემ(4), ხვიჩა კვარაცხელია (1). შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრე...
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ. პრემიერ-მინისტრებმა მეუღლეებთან ერთად სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და ტაძარი მოილოცეს. სტუმრებს აბბა ალავერდელმა მიტრ...
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტი...
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მ...
მსოფლიოს საჭადრაკო ისტორიაში ეპოქის შემქმნელი, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა. დაჯილდოების ც...
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში მმართველი პარტიის მხრიდან არანაირი ანტიამერიკული კამპანია არ მიმდინარეობს. მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში აშშ-ის ელჩის გამონათქვამების კრიტიკა თუ იყო, ეს არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ანტიამერიკულ კამპან...
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმები განახორციელა. მედიის ცნობით, დაზიანებულია ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. მსხვერპლი არ არის. ავიადარტყმების შესახებ ინფორმაციის შემდეგ ირანული თვითმფრინავი თეირანის მიმართულებით გაბრუნდა. ისრაელელ სამხედროებს ა...
კახეთში უბედურ შემთხვევას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ტყეში წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მის მეგობარს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა. კაცი ადგილზე დაიღუპა. ...