საქართველოს პრეზიდენტი ქართველ რაგბისტებს რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვებისთვის მადლობას უხდის. "პრეზიდენტი მადლობას უხდის თითოეულ რაგბისტს იმ გამარჯვებისა და სიხარულისთვის, რომელიც მათ მოგვანიჭეს და მას თითოეულ ქართველს ულოცავს", - განაცხადა პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე...
სკოლის მანდატურები თავშესაფარ „კათარზისს" ესტუმრნენ და იქ მცხოვრებ მოხუცებს ტკბილეული გადასცეს. მანდატურებმა ერთი დღე „კათარზისის" მოხუცებთან ერთად გაატარეს. სკოლის მანდატურების თქმით, მსგავს აქციებში მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია, მათი მოვალეობების...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი მერაბ გახოკია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. დანა...
წყალტუბოს მოსახლეობა ხელისუფლებას 2-3 მცირე გადამამუშვებილი ქარხანის გახსნას სთხოვს. ამის შესახებ პარლამენტარმა გიორგი ცაგრეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს მოსახლეობა უკიდურესად არის გაჭირვებული და ხელისუფლებისგან რაიონში რამდენიმე მცირე საწარმოს გახსნას ითხოვს, ს...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მალაიზიელი სამართალდამცველების მიერ ქართველების დაკავების გამო შეშფოთებულია. მალაიზიაში, გასულ კვირას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირის პოზიცია მედიის წარმომადგენლებს დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო. მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ...
დევნილები სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გად...
სათაფლიის მღვიმე ტურისტების მიღებას ნოემბრის ბოლოდან შესძლებს. მისი განახლება უკვე დასრულებულია. როგორც დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მღვიმის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში "გაკეთდა ახალი მუზეუმი, აშენდა სასტუმრო, ვიზიტორი ცენტრ...
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები "ყველანაირი წინაპირობისა და ულტიმატუმების გარეშე უნდა დაიწყოს". პრეზიდენტის შესაბამისი პოზიცია ჟურნალისტებს დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე ქვეყნის პირველი პირის ...
რაკ ჯგუფი საქართველოში ფოთის პორტის გასხვისების ფაქტს უარყოფს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "2011 წელს კომპანია გეგმავს ფოთის პორტის აქციების გარკვეული რაოდენობა გაიტანოს საფონდო ბირჟაზე. აქციების ზუსტ რაოდენობაზე და მათ ნომინალურ ღირებულებაზე კომპანია დამატებით ინფორმა...
კომერციული საიდუმლოს გაცემისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის საფოსტო გზავნილების სერვის-ცენტრის ოფიცერი თამარ ქუშაშვილი და მისი და - საბროკერო ფირმის შპს „ექსპრეს-თაიმის" თანამშრ...
ოპოზიციონერი პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებას იმერეთის მოსახლეობის "ღვთის ანაბარა" მიტოვებაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცაგარეიშვილმა აღნიშნა, იმერეთის რაიონში "ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობა უკიდურეს...
ნინოწმინდა-წალკის საავტომობილო გზა ექსპლოატაციაში ნოემბრის ბოლოდან შევა. როგორც პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. "ნოემბრის თვეში რამდენიმე პროექტის განხორციელება დასრულდება, მათ შორის ექსპ...
"ობამას ადმინისტრაცია ყოველმხრივ აქებს რუსეთის წარმატებებს მოსკოვთან მოლაპარაკებებში, ამ უკანასკნელის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე. თეთრი სახლი არ პირებს რუსეთს ამ გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმაროს. ეს დაბრკოლება საქართველოა", - წერს ამერიკული გამოცემა Fore...
რუსეთის მიერ მოლდოვას წინააღმდეგ ღვინის ემბარგოს დაწესების შემდეგ, მოლდოვას ღვინის მწარმოებელი კომპანიების 40 პროცენტი გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა. არსებული მონაცემებით 2006-2009 წლებში მოლდოვას ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა 6,4 მილიონი დოლარის ზარალი ნახეს. რუსეთის მიერ მოლდოვასთვი...
საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სწრაფად ლიკვიდაციის დავალებას იძლევა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა. მისი განმარტებით, ქვეყნის პირველმა პირმა უკვე მოუწოდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის გ...