სააკაშვილს შეუძლია გააცოფოს მოსკოვი, როდესაც აცხადებს, რომ "დომოდედოვოში" მომხდარი ტერაქტი ჩრდილოკავკასიაში რუსეთის მცდარი პოლიტიკის შედეგია - წერს ბრიტანული გაზეთი "თჰე Iნდეპენდენტ", რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა გან...
საგანმანათლებლო ცენტრ "სხივის" წარმომადგენელი მაია შველიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ადასტურებს, რომ მათაივანზე უცხო პირი ნამდვილად იმყოფებოდა. "ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ დაზიანებულია აივნიდან ერთ-ერთ ოთახში შესასვლელი კარის საკეტი. წაღებულია მხოლოდ ერთი ფარდა. დანარჩენ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კოლუმბიის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მაღაროში აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. შეგახსნებთ, რომ 26 იანვარს კოლუმბიის, ჩრ...
ოს სეპარატისტთა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან ფლიევი აცხადებს, რომ საქართველო ამ ბოლო დროს აგრესიულ რიტორიკას კვლავ დაუბრუნდა. "ამ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ხშირად აკეთებს აგრესიულ განცხადებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. საქართველოს შეიარაღებული ძალები...
„დემოკრატიული მოძრაობა": - ხელისუფლება, რომელიც აღიარებს, რომ დაუშვა შეცდომები, ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური ფონი და ღიად აცხადებს, რომ მას არ შესწევს უნარი ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოყვანოს, უნდა გადადგეს! დღეს, 27 იანვარს, „დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ც...
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიას შეხვდა, სადაც განიხილეს ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობის საკითხი სასამართლო პროცესის მონაწილეთა ფორუმში, რომელიც თებერვალში, ქ, ქუთაისში გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მოსამართლე, ან განსაზღვრული სასამართლოს (ან სასამართლოს დ...
რუსეთში შექმნილი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ბირთვული საბრძოლო აღჭურვილობა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველა არსებულ და პერსპექტიულ სისტემას დაძლევს. ეს განცხადება მოსოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის გენერალურმა კონსტრუქტორმა იური სოლომონოვი გააკეთა. "2010 წლის განმავლობაში ჩვენ გავატარეთ უნიკალური სამუშაო, რომ...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ 13 მონაზონი დააჯილოდვა. დაჯილდოვების ცერემონიალი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა. ამასთან, საქართველოს კათოლიკოსმა დაჯილდოვებული მონაზვ...
ამასთან, ჰაკერმა ცუკენბერგის გვერდზე ჩანაწერიც დატოვა - "რატომ არ შეიძლება Facebook სოციალურ საქმედ იქცეს, როგორც ამას ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნისი წერდა". აღნიშნულ შეტყობინებას 500 ადამიანი გამოეხმაურა, 2000-მა კი მოწონების ნიშანი დატოვა, თუმცა რამდენიმე წუთში შეტყობინება წაიშალ...
ქრთამის მიცემის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ინდმეწარმე „ბესიკ თითმერიას" ბუღალტერი მარი სარაპიანი. გამოძიებით დადგენილია, რომ მარი სარაპიანმა საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ერთ-ერთ ინსპექტორ-გამომძიე...
თბილისის მერიამ მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ გასასვლელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული კვანძის მოწყობა თბილისიდან გამავალი და ქალაქში შემოსული ტრანსპორტის, ასევე რობაქიძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ...
27 იანვარს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N4, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 155 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ოთხ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.67%, მაქსიმალური 7.78%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.77%-ით განისაზღვრა.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგთა ჯგუფი ილიას აკადემიურ ოცტომეულზე მუშაობს. ამის შესახებ გამოცემის რედაქტორმა ჯულიეტა გაბოძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა. მისი ინფორმაციით, ილიას აკადემიური ოცტომეულის გამოცემა გასულ საუკუნეში დაიწყო და უკვე 15 ტომი გამოიცა. ამჟამად გამოსაცემად ...
იემენის დედაქალაქ სანაში ანტისახელისუფლებო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტ აბდულა სალას პრეზიდენტობიდან გადადგომას მოითხოვენ. 30 წელზე მეტია რაც სალა ქვეყნის პრეზიდენტია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აქციები დედაქალაქის ოთხ ადგილას მიმდინარეობს, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აქციის მონაწილეები ანტი-სახელ...
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა ტელეარხ MEZZO -ზე გავიდეს. საქართველოს მთავრობა კლასიკური და ჯაზ მუსიკის ტელეარხ MEZZO -თან, ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც არხზე, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, გამოჩენილი იტალიელი ტენორის ანდრეა ბოჩელის მონ...