რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის საფასური ძვირდება. "2013 წლის 1-ლი იანვრიდან ფიზიკური პირები, რომლებიც ელექტროენერგიას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოიხმარენ, 1 კილოვატში 60 კაპიკს გადაიხდიან", _ იუწყება აფხაზური მხარე. ეს დადგენილება აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო. ...
13-14 სექტემბერს საქართველოს ნატოს ელჩები ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეინტეგრაციის მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანთან. ამასთან, ნატოს ელჩები შეხვედრებს გამართავენ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიცი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი დუშეთის რაიონს ესტუმრა და მდინარე თეთრ არაგვზე "არაგვი ჰესი" სამშენებლო სამუშაო დაათვალიერა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და მომდევნო წლის იანვარში დასრულდება. სამშენებლო კომპანიის ...
"ევროსაბჭოს დელეგაციას ის პრობლემები აწუხებს, რომელიც დღევანდელ საარჩევნო გარემოში დგას", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ პოლარიზებულია. "დელეგაციის გან...
საქართველოს პარლამენტის ექს-თავმჯდომარე, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკის კარგ მცოდნეს უწოდებს. შესაბამისი განცხადება ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "ღია სტუდიაში " გააკეთა. "სააკაშვილზე ძალიან ბევრი ეპითეტები შეიძლება ითქვას, მაგრამ ის არის პო...
ხვალ, 13 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო "Holiday Inn"-ში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და თურქეთის საელჩოს ორგანიზებით, საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თურქული კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, მშენებლობა, ტურიზმი, ვინტილ...
ხვალ, 13 სექტემბერს, კიევში, სუამ-ის სამდივნოში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოს 25-ე სხდომა გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განმარტებით, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამ...
"ბოლო თვეებში მომხდარი სხვადასხვა ნაკლოვანების მიუხედავად, ნათელია, რომ მიმდინარეობს კონკურენტული საარჩევნო კამპანია", - განაცხადა ტომას მელიამ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად რამდენიმე პრინციპის დაცვაა აუცილებელი. როგორ...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის მიერ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის კრიტიკას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრა...
"აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არა რომელიმე პარტიას", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტომას მელიამ, რომელმაც საქართველოში ვიზიტი შეაფასა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა. მელიამ იმედი გამოთქვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სამარ...
"ქართული დემოკრატია და რუსული ჩარევა", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ურმას რეინსალუ "ვოლ სთრით ჯორნალში". წერილში ესტონელი პოლიტიკოსი საქართველოს შესახებ დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ აგვისტო...
20 სექტემბრიდან თბილისის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში უცხოური სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი. საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეწვევა "ფრიდა სტრინდბერგი" მომენტ თეატრი (შვედეთი), "უბედური კაცი" თეატრი მერკური (დიდი ბრიტანეთი), "ღმერთების დაცემა" იან კოხანოვსკის სახელობ...
ხვალ, 13 სექტემბერს, 19:30 საათზე, ვახტანგ კახიძის სახელობის მუსკიალურ ცენტრში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი 2012" გაიხსნება. მუსიკალურ ფესტივალს გახსნის "ერთი თბილისური ამბავი" (ვარიაციები "ქეთო და კოტეს" თემებზე). მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ...
ისრაელის ახალი ელჩი საქართველოში მოვალეობის შესრულებას შეუდგა. იუვალ ფუქსმა დღეს პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა. ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ისრაელის საელჩო სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს და დიპლომატიური, კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულმა სამმართველომ 11 სექტემბერს სოფელ ძლევიჯვარის მცხოვრებნი მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი დააკავა. შსს ინფორმაციით, ჩაგელიშილმა და ხაბარელმა ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის რწმუნებულს ალექსი ელიაშვილს საკუთარ სამუშაო ოთახში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს....