დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე დავით ზილფიმიანის სარჩელი მოპასუხეების შ.პ.ს "ტელეკომპანია I სტერეო"-ს და შ.პ.ს "ტელეკომპანია I სტერეო"-ს პარტნიორის ვასილ კობაიძის მიმართ. მოსარჩელე მოითხოვდა შ.პ.ს "ტელეკომპანია I სტერეოს" 2012 წლის 18 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას.
მოსარჩელის განმარტებით პარტნიორთა კრება 2012 წლის 18 მაისს ვ.კობაიძემ ერთპიროვნილად ჩაატარა, მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ამავე პოზიციაზე საკუთარი თავის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული ასახულ იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2012 წლის 18 მაისით დათარიღებულ ამონაწერში.
მოპასუხეები არ დაეთანხმნენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, პარტნიორთა კრებაზე დავით ზილფიმიანის, როგორც მცირე წილის მქონე პარტნიორის მოწვევა, ვერ იმოქმედებდა საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ამდენად მათი მხრიდან პარტნიორის უფლების შელახვას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. საქმის მასალებზე დაყრდნობითა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლომ დავით ზილფიმიანი, როგორც 22%-იანი წილის მფლობელი, ვერ განიხილა ისეთ სუბიექტად, რომელსაც შეზღუდული აქვს უფლებები სამეწარმეო ურთიერთობებში და მიიჩნია რომ იგი, როგორც მცირე წილის მქონე პარტნიორი უფლობამოსილი იყო მიეღო კანონით დადგენილი მოწვევა პარტნიორთა საერთო კრების ჩატარების შესახებ და მასვე, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს მიეღო მასში მონაწილეობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.