სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია საგანგაშოა, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილის" თავმჯდომარემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის, რასაც ხელისუფლება დღეს ახორციელებს, ქართულ ფასეულობებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. "...
ხვალ, 13 ივლისს, 15:00 საათზე, ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ტელეკომპანიის ჟურნალისტები ანტენების დაყადაღებასა და "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ. თბილისის საქალაქო სასამათლომ პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანი...
ხვალ, 13 ივლისს, აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში გამოცდას ისტორიაში აბარებენ. 17 ივლისს გამოცდა ჩატარდება მათემატიკაში, 18 ივლისს - ბიოლოგიაში, 19 ივლისს კი ქიმიაში. ამასთან, 2012 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ხვალ, 13 ივლისს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" (ა. აფაქიძის 9) გაგა ნახუცრიშვილის პოეზიის საღამო გაიმართება. გაგა ნახუცრიშვილი 1971 წლის 2 სექტემბერს თბილისში დაიბადა.1988 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა, 1993 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ...
ხვალ, 13 ივლისს, ინდოეთის სამ დიდ ქალაქში - ბომბეი, ჩენაი და გოა - გაიმართება საქართველოში გადაღებული პირველი ინდური ფილმის, "BILLA II"-ს პრემიერა. ღონისძიებას აქტიურად გააშუქებს ადგილობრივი და საერთაშორისო პრესა, წარმოდგენილი იქნებიან ინდოეთის წამყვანი მსახიობები და პროდიუსერები. საქა...
13 ივლისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება. ეკლესია იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძე...
სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილთან და "ქართულ ოცნებასთან" ოფიციალურად ითანამშრომლებს. როგორც ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დუმილის დრო დამთავრდა და აუცილებელია, დროულად "მოვიშოროთ ის კიბო, რომელიც ქვეყანაშია გავრცელებული". მისი თქმით, ერთადერთი ალტერნატიული ძალა, რომელსაც შეუ...
"თვითმკვლელობები თუ წმენდა ანქვაბზე თავდასხმის გამოძიების საქმეში?"_ ამ სათაურით აქვეყნებს რუსული მედია სტატიას, რომელშიც საუბარია, თუ როგორ "დაკარგა" გამოძიებამ მნიშვნელოვანი მოწმეები და ძაფები, რომელთაც, შესაძლოა, ისინი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ ალექსანდრე ანქვაბზე შეკვეთილი თავდასხმის ორგა...
კარალეთში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე მიხელ სააკაშვილს აკისრებს და აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლება პასუხს აუცილებლად აგებს. "ეს არის ხელისუფლების მხრიდან ზონდერების მიზანმიმართულად გამოყვანა. რამდენიმე ათეული ზონდე...
სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "2012 წლის 12 ივლისს სოფელ კარალეთში მოხდა ინციდენტი, კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა ფიზიკურ შეხლა-შემოხლა. აღნიშნუ...
,,ქართუ ბანკის'' პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ,,ქართუ ჯგუფის" აქციათა 100% წილის იძულებით მმართველად დანიშნულ ვლადიმერ უგულავას ამ დრომდე არ შეხვედრია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, მან ვლადიმერ უგულავას ბიოგრაფიას გადახედა, თუმცა მის შესახებ ცუდი თავლში არფერი მოხვედრ...
დღეს, 12 ივლისს, გორის რაიონის სოფელ კარალეთში "ქართული ოცნების" ლიდერების ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც დაშავდნენ ჟურნალისტებიც. ფიზიკურ დაპირისპირებას ქვების სროლაც მოჰყვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახა კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა, ჟურნალისტებს სხეულზე აღენიშნებათ...
საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მთავარი პროკურატურის განცხადებას "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: "მიმდინარე წლის 20 ივნისს, "ქართული ოცნების" სახელით და მისთვის არჩევნებზე მხარდაჭერის პირობით, პრაქტიკულად უსასყიდლოდ, სატელიტური...
"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიაზ ზოსიძე ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ჩიხში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობას საკანალიზაციო სისტემის მოუწესრიგებლობა აწუხებს. მათი განცხადებით სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო წვიმის დროს ქუჩებ...
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "ჯი-ეიჩ-ენი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღება არღვევს კონსტიტუციით, „სიტ...