"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამნისტიის წინააღმდეგია და ხელისუფლებას სთავაზობს, ამნისტიის ნაცვლად პატიმართა გათავისუფლება შეწყალებისა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმების გამოყენებით მოხდეს. როგორც დეპუტატმა, შეწყალების კომისიის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,...
ხანძარს დუშეთის რაიონის სოფელ არღუნში 78 წლის სონია დემუროვა ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში შუაღამისას გაუჩნდა. მომხდარზე გამოძიება მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დაიწყო.
ბათუმის მერიის დერეფანში სამი ადამიანი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის გადაწყვეტილება მათ საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღეს, რომელიც მერიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" თავმჯდომარემ, მერაბ ღოღ...
მოსკოვში არ გამორიცხავენ კონტაქტების გაფართოებას საქართვლოს ახალ მთავრობასთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ინტერფაქსს განუცხადა. "პირველ რიგში, ჩვენ ჟენევაში უკვე გვქონდა კონტაქტები ახალი ადმიანისტრაციის ზოგიერთ წარმომადგენელთან. არ გამოვრიცხავ, რომ მას შემდეგ ...
შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც პროკურატურაში მოწმის სტატუსით იკითხებოდა საგამოძიებო ორგანო უკვე დატოვა. გვაზავს დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა. შეგახსენებთ, რო...
კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი უფროსი დათა ახალია პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ჟურნალისტებთან ახალაიას უფლებადამცველმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა ვინაიდან ახალია საქართველოში არ იმყოფება პროკურატურაში თავად გამოცხადდება. ,,დათა ახალიას ოჯახს მიუვიდა უწყება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 17:...
9 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდი დარბაზში, კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის სიმფონოიური მუსიკის საავტორო საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც დირ...
ამერიკულმა ჟურნალმა Time -მა "წლის ადამიანის" წოდებაზე წარდგენილი ნომინანტების ნუსხა გამოაქვეყნა. რუსეთიდან ამ ნუსხაში პანკჯგუფის Pussy Riot-ის წევრები არიან დასახელებულნი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ფემინისტური ორგანიზაციის წევრებმა "ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს თავიანთი პ...
3-9 დეკემბერს, კინოთეატრები "ამირანი" და "რუსთაველი" თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალ "პრომეთეს" უმასპინძლებს. კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება პროფესიული შეხვედრები, უორკშოპები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები. თბილისის კინოთეატრების ეკრანი ერთი კვირის განმ...
სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი თორნიკე თ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2012 წლის 5 ნოემბერს დუშეთის რაიონში, დაბა ჟინვალში, ოთარ სუარიშვილის კუთვნილი მაღაზიიდან სხვადასხვა დასახელების ელექტროტექნიკა და 650 ლარი მოიპარა. თორნიკე თ-მ ნივთები თბილისში ჩამოიტანა და სხვად...
სამართალდამცავემა ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე გიორგი ბ. თბილისში, გლდანში დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას 4 სამედიცინო შპრიცი აღმოაჩნდა მოყავისფრო სითხით. ქიმიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აღმოჩენილი სითხე ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინია" 0,004 გრ, რაც დიდ ოდენობად ითვლება. ნარკო...
ნეველის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ნათიბ ი. დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, 2012 წლის 30 ნოემბერს თბილისში, ნეველის ქუჩაზე მდებარე საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე 1980 წ.დაბადებულმა ნათიბ ი-მ ეჭვიანობის ნიადაგზე თავის მეუღლეს, 1982 წ.დაბადებულ ხაიალა ა...
შეწყალების სახელმწიფო კომისია საპატრიარქოსგან მიღებულ პატიმართა სიაზე იმსჯელებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორძემ განაცხადა სია 550 პატიმრის საქმეს აერთიანებს. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რამდენ პატიმარს მიცსემს რეკომენდაციას შეწყალების კ...
დღეს, 14:30 საათზე, „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია" ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკული აკადემიის ახალ შენობას საზეიმოდ გახსნის. შენობის საზეიმოდ გახსნის ცერემონიას დაეწსრებიან თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე დ...
თბილისის საქალაქო სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გუნავას გამოძიება ორი მუხლით ედავება. 182-ე მუხლით, რომელიც მითვისებას გულისხმობს და რომლის მიხედვითაც გუნავამ 49 500 ლარი...