ანტიმაიდანის მონაწილეები, რომელიც უმაღლესი რადის შენობის გვერდით მიმდინარეობს „რეგიონების პარტიის" ოფისის ბლოკირებით იმუქრებიან - მათ ანტიმაიდანში მონაწილეობისათვის „რეგიონების პარტია" ფულს არ უხდის.
უკრანული მედიის ინფორმაციით, მათ თავიანთი მოთხოვნები ანტიმაიდანის ორგანიზატორს ოლეგ კალაშნიკოვს უკვე გააცნეს.
ამავდროულად, მაიდანზე აქცია გრძელდება. იქ რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მაიდნის სცენა უფრო გააფართოვეს. იქ კვლავინდებურად ანთია კოცონები, არიგებენ ჩაისა და ყავას.
მასალის გამოყენების პირობები