მოსკოვი თბილისისგან რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგების შესახებ კონკრეტულ წინადადებებს ელის. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. "ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს. ჩვენ ამის შესახებ მედიით გავიგეთ. გვინ...
საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში საქართველო ნატოს წევრი გახდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა. "მოხარული ვარ, რომ ახალმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ერთგულება ამ კურსისადმი და ს...
ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში პოლიციასა და პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც სასახლის მიმართულებით დაიძრნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მუჰამედ მუსრი, რომელიც განვლილი დღის განმავლობაში პრეზიდენტის სასახლე...
საქართველოს არასოდეს შეეგუება თავისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, - ამის შესახებ ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, საქართველოს იბრძოლებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლ...
დღეს, 5 დეკემბერს, ქართველი კრიტიკოსის, ხელოვნებათმცოდნის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, აკაკი ბაქრაძის გარდაცვალებიდან 13 წელი შესრულდა. ბაქრაძე 1999 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. ბაქრაძე 1928 წლის 29 მარტს თბილისში დაიბადა. 1948 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოზურგეთში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ...
დღეს, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვრების გიორგი არეშიძის ("რეშკა") და სოფი ბუცხრიკიძის გამოფენა "ორმაგი სამყარო" გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. "ადამიანის ცნობი...
დღეს, 5 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისა და სამხრეთ კავკასიის ღია გუნდური პირველობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიხურება. შეგახსენებთ: 2 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელ...
დღეს, 5 დეკემბერს, 15:00 საათზე, "ვისოლი" ორთაჭალჰესის მიმდებარედ ახალ ინტეგრირებულ ავტოგასამართ სადგურს ხსნის. სადგურზე ვისოლი მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანთან ერთად ავტოგაზსაც შესთავაზებს. ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისთვის ვისოლმა მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და ...
დღეს, 5 დეკემბერს, 10 საათიდან 17 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ზეკარის, სვირის, ლისაშვილის, მირზაანის, წერონისის, ლაითურის, ასურეთის, სანავარდოს, ბენდელიანის, გეგუთის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 14:30 საათამდ...
დღეს, 5 დეკემბერს, ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს ბიზნესმენის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, პროცესი 09:30 საათზე ჩაინიშნა. 3 დეკემბერს გამართულ პროცესზე, იურისტის თქმით, საქმის არსებული განხილვის ფარგლებში, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომელიც საქმეზე სტუდია ...
დღეს, 5 დეკემბერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ოქუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს და 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვ...
დღეს, 5 დეკემბერს, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა შესახებ დადგენილების პროექტს უყრიან კენჭს. "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე" დადგენილების პროექტს დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ე...
დღეს, 6 დეკემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლექცია „ელექტრონული წიგნები - ტექსტიდან ინტერაქციამდე" და ელექტრონული სახლის „საბა" ახალი პროდუქტის „ინტერაქტიული ანბანი" პრეზენტაცია გაიმართება. ლექცია შეეხება წიგნის მოკლე ისტორიას, ავტორ-გამომ...
დღეს, 5 დეკემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაესწრება. სხდომაზე ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე იმსჯელებენ. დღეს კი მაია ფანჯიკიძე კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. "ჩემს სიტყვა...
საქართველოს პარლამენტის მიერ დასამტკიცებელ პოლიტპატიმართა სიიდან ირაკლი ოქრუაშვილის ამოღების ფაქტთან დაკავშირებით "ქართული პარტია" ზვიად კორძაძის განცხადებას ავრცელებს . "გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არ აპირებდა და არ აპირებს აღნიშნული სიით სარგებლობას იმ მიზნით, რომ ამ გზით მოიხსნას სასჯელი, რომელიც მას შეფარდებული აქვს სასამრთლოს მიერ ან შეიძლება შეეფარდოს მომავალში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, ...