ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებს. მათ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ. კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები პარლამენტში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინა ხიდაშელი თავდაცვის, ხოლო გიგლა აგულა...
გაუქმდება თუ არა ზოგადად მაჟორიტარული სისტემა ან რა სახით აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონმდებლობაში-ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. საარჩევნო სისტემა იყო განხილვის ერთ-ერთი თემა უმრავლესობის სხდოაზე, რომელიც პარლამენტში დახურურ კარს მიღმა გაიმართა. სხდომას “ქართული ოცნების” აღმასრ...
აკადემიკოს ვიქტორ მატვეევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჯილდო მეცნიერმა მაღალი ენერგიების ფიზიკის, თეორიული და მათემატიკური ფიზიკის სფეროებში განსაკუთრებული მიღწევების აღიარების ნიშნად, ასევე, ქართველი მეცნიერებისა და საერთ...
ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის თქმით, უმრავლესობა სახელმწიფო მოხელეების, ვინც მონაწილეობდა მისი ბიზნესის წართმევაში წინა ხელისუფლების დროს, რჩებიან თანამდებობებზე. ამის შესახებ „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი „2030“-ის ეთერში განაცხადა. „მე გამოვაქვეყნე 90-კაციანი სია ჩინოვნიკების, ...
აჭარის უმაღლესმა საბჭომ „ქამრები შემოიჭირა“, 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და ის 91,3 ათასი ლარით შეამცირა. როგორც უმაღლესი საბჭოს დადგენილებაშია აღნიშნული, საკანონმდებლო საქმიანობისთვის განსაზღვრული მთლიანი ასიგნება 91,3 ათასი ლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად კი, ხარჯების მუხლით ...
მახუნცეთში სასტუმროს აშენება იგეგმება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქედაში, სოფელ ქვედა მახუნცეთში მდებარე 847,80 კვ.მ შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 1045 კვ.მ არასასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის, სადაც აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმრო უნდა აშენდეს. აუქციონში...
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მოვალეობაა მოსახლეობის როგორც აგრესიული და დაავადებული ცხოველების, ისე ქვეწარმავლებისგან დაცვა. ამ მიზნით ფუნქციონირებს გველდამჭე...
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და მალის სამხედრო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ახალ ბრძანებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს თანხმობის მისაღებად 2015 წლის 11 მაისს გამოცემული ბრძანება წარუდგინა, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკ...
ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ივნისს, 11:00 საათზე გაგრძლედება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დაცვის მხარეს შეატყობინეს, რომ პროცესი ხვალ გაიმართებოდა. თუმცა, მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ პროცესი 5 ივნისს გაგრძელდება. სხდომის გადადების მიზეზად პროკურორების მოუცლელობა დასახელდა....
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის „თბილისი 2015“-ის ფარგლებში დიღმის ჭალებში მშენებარე ტანვარჯიშის დარბაზში სატესტო შეჯიბრება „საქართველოს ღია ჩემპიონატი ტანვარჯიშში“ გაიმართა. დღეს ტანვარჯიშის სატესტო ტურნირს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ესწრებოდნენ. შეჯიბრებაში რუსეთის, ბელორუსიის...
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავის რაიონის სოფელი კურდღელაური დააზარალა. დასეტყვილია რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი, ნარგავები და ბოსტნეული. ადგილობრივები ყვებიან, რომ წვიმამ მათ შინაური ფრინევლი გაუნადგურა. ძლიერი წვიმის გამო ადიდდა სოფლის ხევი, რამაც რამდენიმე საცხოვრებლი სახლის პირველი სართული დატბორა. მოსახლეობა...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება, რომელშიც არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მათ განაცხადეს,...
თბილისის ზოოპარკში, ვეფხვების მიერ დაგლეჯილი ცხოვლების მომვლელის, გულიკო ჭიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული მძიმე ოპერაციისა და მკლავის ამპუტაციის შემდეგ, გონს გუშინ მოვიდა, დღეს კი უკვე პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის ,,ფეისბუქის” გვერდზე თბილისის ზოოპარკის პრეს-სამსახურის უფროსი და გვერდის ა...
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა პეტერბურგის მე-5 საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის ძალითაც სისხლის სამართლებრივ საქმეებში ურთიერთთანამშრომლობასა და მსჯავრდებულთა ექსტრადიციაზე შეთანხმდნენ. ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი გეერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ, ...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქოინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრების გარდა მერიისზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები - ვლადიმერ ყუშიტაშვილი დაგიორგი კიკვიძე, ასევე მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულიდავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსი -თამარ ანდრიაძე ესწრებოდნენ. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე უძღვებოდა, დღის წესრიგითგათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს და ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოქალაქეებსშორის, დაუკანონებელ მიწის ნაკვეთებზე უნებართვოდ აშენებულ შენობა-ნაგებობებთანდაკავშირებული დავები განიხილეს. ასევე მოუსმინეს მოქალაქეებს, მათი განცხადებები ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილეს დაგანმცხადებლების დახმარების გზებზე იმსჯელეს. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, დეპუტატებმა მერიის საქალაქო სამსახურებისწარმომადგენლებსაც მოუსმინეს, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემდაუკანონებელ მიწის ნაკვეთებზე უნებართვოდ აშენებულ შენობა-ნაგებობების დემონტაჟისპროცესში მოქალაქეების უფლებების დარღვევის მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით,კომისიის გადაწყვეტილების პროექტი წარადგინა. კომისიამ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სამართალწარმოების დოკუმენტებშიცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას მიმართა. „შესაბამის დოკუმენტებში მოქალაქისათვის მისი უფლებების დამატებითი განმარტებებისშესახებ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი. მოქალაქეებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაციალეგალიზაციის პროცედურასთან დაკავშირებით - ასეთი შესაძლებლობის არსებობისშემთხვევაში“, - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ. წარმოდგენილი გადაწყვეტილებების თანახმად, კანონით დადგენილი ნებართვისარარსებობის საფუძველზე საცხოვრებლის დემონტაჟის განხორციელების შემთხვევაში,ადგილობრივი გამგეობა მოქალაქის (ოჯახის) დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფისმიზნით ფაქტის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული. ამასთან, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ მოპყრობაზე მონიტორინგის განხორციელებაა აუცილებელი. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი მათ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. თავის მხრივ, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არსებული ვითარების ოპტიმალურად დარეგულირების მიზნით, კომისიას თავის წინადადებებს უახლოეს მომავალში წარუდგენს. გარდა ამ საკითხებისა, სხდომაზე კომისიის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. . ...