გაუქმდება თუ არა ზოგადად მაჟორიტარული სისტემა ან რა სახით აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონმდებლობაში-ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. საარჩევნო სისტემა იყო განხილვის ერთ-ერთი თემა უმრავლესობის სხდოაზე, რომელიც პარლამენტში დახურურ კარს მიღმა გაიმართა. სხდომას “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანიც ესწრებოდა. მანამდე ირაკლი კობახიძე კანონმდებლებს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომელიც 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს ადგენდა.