თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპირო მთლიანად პარალიზებულია. ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია. გმირთა მოედნიდან ე.წ. მშრალ ხიდამდე გზის საფარი დაზიანებულია. წყლის ნაკადმა ათობით ავტომობილი მოიყოლა. ტეროტორიაზე ამ დრომდე არ დაწყებულა გაწმენდითი სამუშაოები.
5 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურებულია, - ეს განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. თბილისის მერის თქმით პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარდაცვლილთა ოჯახებს მერია დახმარებას აღმოუჩენს, როგორც სარიტუალო ასევე სხვა საკითხებში. თბილის...
დედაქალაქის მასშტაბით სტიქიის შემდეგ ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია სამგორის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევისა და გლდანის რაიონებში. ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც სტიქიამ პრობლემა შექმნა, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, ნათქვამია ...
თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი საგანგებო ვითარების გამო თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები მობილიზებულნი არიან, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური. გავრცელებული ინფორმაციით, საინჟინრო ბრიგადისა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წარმომადგენლები მოსახლეობის დასახმარებლად და სტიქიის შედეგად...
თბილისში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარემ მინდია ჯანელიძემ განაცხადა. "მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა, რომ სტიქიას მსხვერპლი მოყვა. ჯერ რაც ვიცით, ოთხი ადამიანია დაღუპული. რიცხვი ზუსტდება. ვუსამძიმრებ გარდაძვლილთა ოჯახებს", _ განაცხადა ჯანელი...
თბილისში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია, ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის დავალებით სამინისტროები ზარალის დათვლას დღეიდან დაიწყებენ. ღარიბაშვილის თქმით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას დრო და ფინანსები დასჭირდება....
მოქალაქეებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სტიქიის გამო დახმარება, შეუძლიათ დაუკავშირდნენ მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22
თბილისში, სვანაძის ქუჩაზე, მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - იუწყება რუსთავი 2. მაშველები კიდევ 4 დაკარგულს, მათ შორის ორ ქალბატონსა და ორ მამაკაცს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა იკრიბება. ისინი დაკარგულების შესახებ ინფორმაციას პოლიციას აწვდიან. დაკარგულთა და გარდაცვლილთა შე...
თბილისში ზოოპარკიდან გაქცეულ 6 ლომს, 6 ვეფხვს, 7 დათვსა და 13 მგელს ეძებენ, - ამის შესახებ რუსთავი2-ს მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ ფხალაძემ, განაცხადა. ფხალაძე მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისაგან, ვიდრე არ მოხდება ცხოველების უკან ვოლიერებში გადაყვანა. მისი ...
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ზოოპარკიდან გაქცეული ლომი მელიქიშვილის ქუჩაზე სასტუმრო "საქართველოსთან" იმყოფება, ამის შესახებ რუსთავი 2- ის კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ ადიდებულმა მდინარე ვერემ დღეს ზოოპარკი დატბორა, რა დროსაც ვოლიერებიდან ცხოველები გაიქცენენ. ბეჰემეოტი სპეცი...
თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება. ეს განცხადება რუსთავი2-ის პირდაპირ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გააკეთა. ადგილზე მომუშავე მაშველებმა კი კურიერთან თქვეს, რომ გარდაცვლილი ქალბატონია. ამასთან, ამ დროისთვის მეწყერის ქვეშ მოყოლილია რამდენიმე მანქანა....
თბილისში მდინარე მტკვარი კალაპოტიდან გადმოვიდა. მარჯვენა სანაპიროზე ხალხია ჩარჩენილი. რუსთავი2-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის სანაპიროზე მანქანებია ჩარჩენილი, რომელიც წყალმა დაფარა. მაშველების თქმით, ახლა სანაპიროზე მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ბენზინგასამართ სადგურებზე მომუშავე პირების ევაკუაცია იწყე...
თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტი გმირთა მოედანზე იპოვეს. ამ დროისთვის მაშველები მის დაძინებას ცდილობენ, რათა ვოლიერში გადაიყვანონ. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. "ძლიერი წვიმის გამო, თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. საგანგებო შტაბი...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. "სიტუაცია კონტროლდება და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ზარალი მაქსიმალურად სწრაფად იქნას აღმოფხვრილი," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილ...
თბილისში სტიქიის შედეგად ექვსი დაშავებული მოქალაქე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ რუსთავი2-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგლემ, ზაზა სოფრომაძემ, განუცხადა. ”დაშავებულებს აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანება, არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე. არ გვაქვს ლეტალური შემთხვევა. ყველა კლინიკა ...