პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.
"სიტუაცია კონტროლდება და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ზარალი მაქსიმალურად სწრაფად იქნას აღმოფხვრილი," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, მაშველები ყველა კრიტიკულ ადგილას არიან მობილიზებული.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული და კონკრეტულ განცხადებას ვერ გააკეთებს.