კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქში შექმნილი კრიზისიული ვითარების გამო, დამატებითი რესურსით, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” კომპანიიდან ატყობინებენ, 24 საათიან რეჟიმში მორიგეობს 28 სადისპეტჩერო და საავაირო ბრიგადა, ასევე მობილიზებულია მძიმე სპეც-ტექნიკა. წყლის ხარისხის მონიტორი...
ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყველაზე უხვი ნალექი თბილისში 2012 წელს მოვიდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპრტიკოსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა, 12 საათის განმავლობაში დედაქალაქში ნალექის რაოდენობამ 2012 წლის 13 მაისს, 93 მმ-ს მიაღწია. მისივე თქმით, 2009 წელს 14 ივნისს თბი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად საგზაო–სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვალა და გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე: ბახტრიონის ქუჩასთან მდებარე გვირაბი დაკეტილია და ნაკადი ვერ იმოძრავებს ამირეჯიბი...
ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს თხოვნით მიმართავს, დღეს მუშაობა განაახლონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, სამინისტროს თხოვნა განპირობებულია იმით, რომ საჭიროების შემთხვევაში გადარიცხვები არ შეფერხდეს. "ფინანსთა სამინისტრო თხოვნით მიმართავს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს დღეს განაახლონ მუშაობ...
სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საგანგებო პუნქტი გახსნა. პუნქტი ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსშია გახსნილი. პუნქტი უკვე ფუნქციონირებს და მსურველებს შეუძლიათ, სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად მიიტანონ საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები. მისამართი: თბილისი...
გასულ ღამეს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. „დაღუპულებს შორის არიან მაშველებიც. ზუსტდება დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადამყოფოებში რეგისტრირებულია 36 დაშავებული ა...
ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, სხვადასხვა ნივთები დაზარალებულ მოსახლეობას გადასცენ, შეუძლიათ, ისინი ჩააბარონ საგანგებო შტაბებს, რომლებიც რაიონულ გამგეობებში უკვე გაიხსნა. ამის შესახებ თბილისის მერიის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული. „თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები დედაქალაქში სტიქ...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები გმირთა მოედანზე იმყოფებიან. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, სახელმწიფო, მერია და საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სტიქიით დაზარალებული არც ერთი მოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩეს. ...
წუხელ, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოცდახუთივე სამაჟორიტარო ბიურო საგანგებო რეჟიმში მუშაობს,- ამის შესახებ,,ჯი-ეიჩ-ენს” საკრებულოდან აცნობეს. სახელმწიფო სტრუქტურები, დედაქალაქის საკრებულო, მერია და შესაბამისი სამსახურები მობილიზებულნი არიან და სტიქიის შე...
სტიქიის გამო დროებითი ცვლილებებია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავტუბუსების მოძრაობის მარშრუტები შეიცვალა. „13 ივნისს თბილისში მოსული სტიქიის გამო დროებითი ცვლილებებია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში. კერძოდ, თბილისის რამდენ...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთვარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სტიქიის ზონში იმყოფებოდა და გმირთა მოედანზე არსებულ ვითარებას გაეცნო. უწმინდესმა ზოოპარკის მიმდებარედ სანთლები დაანთო.
წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის ზონაში, მაშველებმა კიდევ ერთი დაღუპულის, 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მანამდე გავრცელებული ინფომაციით, აღნიშნულული მონაკვეთზე მიწის დიდი მასის ჩამოშლის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა. წყნეთი-ბეთანიის გზის დამეწყვრის გამო 4 ადამიანი დაშავდა, ისინი ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გადადო. პრემიერის პრესამსახურის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვლება მთავრობის მეთაურის მომავალი დღეების განრიგიც. ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ არის ჩართული...
მომხდარი ტრაგედიის გამო მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდის აპრობაციის ჩატარდების ნაწილში ცვლილებებია. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული გამოცდა მხოლოდ იმ სკოლებში ჩატარდება, სადაც ელექტროენერგია და უწყვეტი ინტერნეტი იქნება. ამასთან იმ უბნებში, სადაც მოსწავლეების...
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში მომხდარ ტრაგედიას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება და აცხადებს, რომ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმაროს. ,,გული მიკვდება, თბილისის კადრების ყურებისას...