წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის ზონაში, მაშველებმა კიდევ ერთი დაღუპულის, 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მანამდე გავრცელებული ინფომაციით, აღნიშნულული მონაკვეთზე მიწის დიდი მასის ჩამოშლის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა.
წყნეთი-ბეთანიის გზის დამეწყვრის გამო 4 ადამიანი დაშავდა,
ისინი სხვდასხვა სახის მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე, დაახლოებით, 5 ადამიანს კიდევ ეძებენ.
იქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინსიტროების წარმომადგენლები. ასევე გეოლოგები, რომლებიც მეწყერის მიზეზებს იკვლევენ.