დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტად მეორე ვადითაც აირჩევენ. ამის შესახებ მან ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, საქმე კარგად წაგვივა. ეჭვიც არ მეპარება, რომ მეორე ვადითაც ამირჩევენ და მომეცემა იმით ტკბობის ბედნიერება, რასაც პირველ 4 წელიწადში მივაღწევთ,“-აღნიშნა თეთრი სახლის ლიდე...
გერმანიის კანცლერი თურქეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების შეჩერებას არ გამორიცხავს. ვრცელი ინტერვიუ ანგელა მერკელმა ადგილობრივ მედიაჯგუფს მისცა. კანცლერის თქმით, ევროპამ და თურქეთმა ერთმანეთს ზურგი არ უნდა აქციონ, თუმცა თუ ანკარა სიკვდილით დასჯას აღადგენს, დიალოგი ბრიუსელსა და ანკარას შორის ავტომატურა...
რომის პაპმა ყველა რელიგიური კომფესიის წარმომადგენელს ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. საგანგებო განცხადება პონტიფიკოსმა ეგვიპტეში ვიზიტისას გააკეთა. ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკე პირველი ალ-ეზჰარის უნივერსიტეტს სტუმრობდა. მან მშვიდობის საერთაშორისო კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა და ადგი...
ალექსეი ნავალნი ირწმუნება, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმები პოლიციისა და სპეცსამსახურების დაგეგმილია. ოპოზიციონერის თქმით, თავდამსხმელებს მისი გადაადგილებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ თავდამსხმელებს ინფორმაციას სამართალდამცავები აწვდიან. თავდასხმა ნავალნიზე მოსკოვში, ანტიკორუფციული ფონდის ოფისთან განხორციელდა. მას სახეში...
ყირგიზეთში სტიქიამ 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მეწყერი გამთენიისას ოშის ოლქში მდებარე უზგენის რაიონში ჩამოწვა და 7 სახლი დაფარა. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება. არ არის გამორიცხული, მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზარდოს.
ამერიკული ესკადრა კარლ ვინსონის მეთაურობით იაპონიის ზღვაში შევიდა. საზღვაო ფლოტის დამრტყმელი ჯგუფი იაპონიის საზღვაო ძალებთან ერთად ერთობლივ წვრთნას მართავს. უახლოეს ხანებში სწავლებაში სამხრეთ კორეაც ჩაერთვება. კარლ ვინსონმა კორეის ნახევარკუნძულისკენ გეზი თვის დასაწყისში აიღო, რასაც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მწვავე რეა...
ჩვენი მოტივაცია არ არის რაიმე სანქციებისადმი მიდრეკილება, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, ასეთი დიალოგის მიზანი არის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება და სამართლებრივი მართ...
ამერიკელმა მეცნიერებმა ფილტვების კიბოს ერთი წლით ადრე დადგენის სისხლის ტესტირება გამოიგონეს. მათ კვლევა უკვე ჩაატარეს და 90%-იან წარმატებასაც მიაღწიეს. კიბოს ქსოვილების ნიმუშებით, თხევადი ბიოფსიის და სისხლის რაციონის კვლევების შედეგად პაციენტში დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენა და ასევე იმის დადგენაცაა შესაძლებელი თუ...
სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" საქართველოს პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში 2017 წლის 26 აპრილს გააკეთა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზაქარია ქუცნაშვილს შეცდომაში შეყავს საზოგადოება და მანიპულირებს ისეთი დელიკატური თემით, როგორიც საქართვე...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017"-ში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული. კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ...
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, იოჰანეს დიუმას შეხვდა.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა წარმატებული ორმხრივი ოპერატიული თანამშრომლობა, რომელიც საქართვ...
ბრაზილიაში საყოველთაო გაფიცვას დაპირისპირება მოჰყვა. დემონსტრანტებმა რიო დე ჟანეიროში ავტობუსები და ავტომობილები დაწვეს. საპროტესტო აქციები გამო რიოში, სან პაულოსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პოლიციამ მანიფესტანტთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებისას რამდენიმე ადამია...
მიშელ ობამას პოლიტიკაში ყოფნა არ სურს. ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა პირველმა ლედიმ საჯაროდ განაცხდა. "მე ვერ ვაიძულებ ჩემს შვილებს, ყველაფერი ხელახლა გადაიტანონ. როდესაც მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე იწყებ მუშაობას, ეს არამხოლოდ შენ, არამედ მთელ შენ ოჯახს ეხება. პოლიტიკა რთული რამ არის", - აღნიშნა მიშე...
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, თუმცა წარუმატებლად. რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წამში ჰაერში აფეთქდა. ფხენიანიანის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა 2 კვირის წინაც. ბოლოს ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეამ 15 აპრილს, კიმ ჩენ ირის დაბადების დღის აღსანიშნავად გამოცადა....
ბაღდადის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დანაღმული ავტომანქანა ქალაქის ცენტრში გვიან ღამით აფეთქდა. ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. დაღუპულთაგან 4 პოლიციელია. აფქეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.