ბრაზილიაში საყოველთაო გაფიცვას დაპირისპირება მოჰყვა. დემონსტრანტებმა რიო დე ჟანეიროში ავტობუსები და ავტომობილები დაწვეს. საპროტესტო აქციები გამო რიოში, სან პაულოსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პოლიციამ მანიფესტანტთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები ბრაზილიაში უკვე მეორე დღეა, იმართება.