ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, თუმცა წარუმატებლად. რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წამში ჰაერში აფეთქდა. ფხენიანიანის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა 2 კვირის წინაც. ბოლოს ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეამ 15 აპრილს, კიმ ჩენ ირის დაბადების დღის აღსანიშნავად გამოცადა.