კატალონიური ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესი ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად შეაფასეს. არგენტინელს Trofeo Aldo Rovira-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა, რომელსაც ყოველწლიურად კატალონიელი სპორტული ჟურნალისტები აწესებენ. გასულ სეზონში მესიმ ბარსელონას მაისურით 52 შეხვედრა ჩაატარა და 54 გოლი გაიტანა.
საბერძნეთში ვეტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინციდენტი ათენის აღმოსავლეთით, მარათონის რაიონში მოხდა. ვეტმფრენით ნიადაგს ქიმიკატებით ანოყიერებდნენ. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ანბარის პროვინცია გახდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ადმინისტრაციულ ცენტრში აიფეთქა. ტერაქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი სამხედრო მოსამსახურეცაა.
ლეგენდარული ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი იუბილარია. მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი დღეს 45 წლის გახდა. პოპულარობის ზენიტში ფრანგი ფეხბურთელი 90-იან წლებში იყო. 1998 წელს ის მსოფლიო, 2000 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის სამეფო კლუბმა წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ინგლისის საფეხბურთო კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედს “ პარი სენ-ჟერმენის“ მცველის, მარკინიოსის შეძენა სურს. ამის შესახებ გამოცემა The Sun იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მზადაა ბრაზილიელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. 23 წლის მარკინიოსი ფრანგულ კლუბში 2013 წლიდან გამოდის. “ პარი სენ-ჟერმენი...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის “მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, თბილისში ოთხ ქართულ საწარმოს ეწვია და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა. საპრეზიდენტო კამპანიით “მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიე...
შსს დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს: ,,მიმდინარე წლის 14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში დაიწყო გამოძიება დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ., რომელიც დაზ...
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს კითხავენ. ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატის, ეკა ლომიძის განაცხადებით, არის მცდელობა, რომ ირაკლი მამალაძეს მიმანიშნებელი კითხვები დაუსვან. „ამ ეტაპზე, ბრალდების მხარე თავისუფალი თხრობის საშუალებას აძლევს ირაკლი მ...
ახალი ავიაკომპანია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 23 ივნისს, ყაზხურმა ავიაკომპანია Sunkar Air-მა ალმაატა-ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ზაფხულის სეზონზე Sunkar Air ფრენებს კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს ბოინგ 737-800 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარი განიხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის და შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. დავის საგანი საზოგადოებრივი მაუწყებელის და შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სო...
ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე ბრალდებული დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატის, მაია ზოიძის განცხადებით, საქმის მოწმე, ირაკლი მამალაძე სასამართლო დარბაზში სათადარიგო კარიდან შეიყვანეს. ირაკლი მამალაძეს პროცესის დაწყებამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრა...
დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ნინო ბერძულმა და ზაზა სოფრომაძემ, m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ...
ნუცუბუძის ქუჩაზე მდებარე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო. დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მშენებლობის დასრულების შემდეგ, საოჯახო ტიპის სახლში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი 7 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ...
ლონდონში გრინფელს თაუერის ხანძარი მაცივრის აალებით დაიწყო. ასეთია პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგი. სამართალდამცველების განმარტებით, ცეცხლის შემდგომ უკვე შენობის ფასადურ მასალას მოედო, რომელიც უხარისხო იყო და უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამებოდა. ლონდონში 24 სართულიან შენობაში ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 79 ადამიანი ემსხვერპლა....
ვენესუელაში კიდევ ერთი დემონსტრანტი მოკლეს. 22 წლის დანიელ ხოსე ვანელინია კარაკასში სამართალდამცველებთან შეტაკებას ემსხვერპლა. ოპოზიციის მტკიცებით, სტუდენტს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. საპროტესტო აქციები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში უკვე მეოთხე თვეა, გრძელდება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათა...