ვენესუელაში კიდევ ერთი დემონსტრანტი მოკლეს. 22 წლის დანიელ ხოსე ვანელინია კარაკასში სამართალდამცველებთან შეტაკებას ემსხვერპლა. ოპოზიციის მტკიცებით, სტუდენტს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. საპროტესტო აქციები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში უკვე მეოთხე თვეა, გრძელდება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. აპრილის დასაწყისიდან დღემდე პოლიციასთან შეტაკებებს 75 ადამიანი ემსხვერპლა.