"ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი2“-ის დაკვეტით ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი მონაცემების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა ...
" მთელ საქართველოს მინდა მივულოცო არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა. პრემიერის შეფასებით, დღევანდელი არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. &rdquo...
”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ”ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ” ხმების 58% მიიღო,”ნაციონალურმა მოძრაობამ” – 16%, "ევროპულმა საქართველომ“ 9 %, ხოლო "პატრიოტთა ალიანსმა“ 5%. ამ...
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით, "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები ცნობილია. კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზე 54%-ით არის კახა კალაძე, მეორე ადგილზე 15% ზაალ უდუმაშვილი, მესამეზე 14% ალეკო ელისაშვილი. ეგზიტპოლის თანახმად, ელენე ხოშტარიას მხარი - 7%-მა დაუჭირა, კახა კუკავას - 3%-მა, ირმა ინაშვილმა - 3% ...
3 644 საარჩევნო უბანზე (მათ შორის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი), ხმის მიცემა შეწყდა.საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია ორი გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებ...
„ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ხმები,“- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ოპოზიციურ პარტიებს. მელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს. „ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ხმები მილიარდერი ივანიშვილისგან, ხელისუფლები...
ჩვენს შტაბს აქვს ინფორმაცია რომ კალაძეს დაუწერენ 54-დან 58 პროცენტამდე, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, წინასწარ უკვე შემუშავდა გეგმა, რომლითაც მოხდება ციფრებით მანიპულირება. "ჩვენს შტაბს აქვს ინფორმაცია რომ კალაძეს დაუწერენ 54-დან 58 პროცენტა...
ფაქტია, ცესკომ მთელი დღე გაატარა ისე, რომ დანაშაულებრივი გულგრილობით ხელი შეუწყო ამ ტოტალური კონტროლით ზეწოლის განხორციელებას და არ შეიძლება ამას ობიექტური და სამართლიანი არჩევნები ვუწოდოთ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთელი დღის განმავლო...
შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.მან ამომრჩეველს დარჩენილ დროში საარჩევნო უბნებზე მისვლისა და ”ქართული ოცნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ”შეიძლება ითქვას, რო...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის მერობის კანდიდატის, კახა ასკურავას განცხადებით, ლანჩხუთში პოლიციის მობილიზება ხდება. როგორც ასკურავა Facebook-ზე წერს, ადგილზე პოლიციელებით სავსე ავტობუსი 2 საათის წინ ჩაიყვანეს. “ეს ავტობუსი პოლიციელებით ბოლომდე სავსე დაახლოებით 2 საათის წინ ჩამოიყვანეს ლანჩხუთის პოლიცი...
ოზურგეთში, სოფელ ძიმითში ამ წუთისთვის ხმის მიცემის პროცედურა შეწყვეტილია, მიზეზად საუბნო კომისიის ბეჭედის დაკარგვა სახელდება. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, კომისიის თავმჯდომარემ ბეჭედი საპირფარეშოში გამიზნულად ჩააგდო, რადგან კონკრეტულ უბანზე ოპოზიციას გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა.არსებული ინფორმაც...
შინდისის საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი კვლავ დაულუქავია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ინფორმაციით, ყუთი უბანზე უკვე შემოატარეს, თუმცა არ ხდება მისი დალუქვა. "გადასატანი ყუთი არაა დალუქული. მოვითხოვე ახსნა-განმარტება და მიპასუხეს: ოჯახის წევრებს, ვისთანაც საარჩევნო ყუთი უნდა მიიტანონ, სძინავთ და მათ გაღვი...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება. მისი განმარტებით, დღეს დილიდან გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციი, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36,7 პროცენტია. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა, 53.4% რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი, 31.5 პროცენტი კი - შიდა ქართლში. 17:00 საათისთვის, თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 34.7 პროცენტია.
გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გადასატანი ყუთის წაღებისას დარღვევები დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ. პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაციის ლიდერის, ბადრი ბასიშვილის თქმით, გადასატანი ყუთებით მიცემული ხმები ყალბდება და აღნიშნ...