18 აპრილს 12:00 საათზე ვითიბი ბანკის სათავო ოფისში (მის. გ. ჭანტურიას 14) გაიმართება პრეს კონფერენცია, რომელზედაც ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორი ისაუბრებს ვითიბი ბანკის აქციაზე პრობლემური დავალიანების მქონე კლიენტებისთვის.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ მიუღიათ მონაწილეობა სირიაში 16-17 აპრილს ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში. "ბრიტანეთი არ მონაწილეობდა რაიმე ოპერაციაში სირიაში," - აცხადებს უწყება. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის ქალაქ ჰომსის სამხედრო აეროდრომ შაირატზე თ...
საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. წელს Welcome to Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით...
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით განაგრძობს საგაზაფხულო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხება. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს იუკია ამანოს შეხვდა, სადაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოში, ბირთვული და რა...
რა სასჯელს იმსახურებს როგორ გითხრათ? ცხოვრება დაგვინგრია, თავის თავს დაუნგრია, შვილებს, თაკოს, თაკოს დას დაუნგრია, ყველას დაგვინგრია და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს, - ამის შესახებ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული...
საქართველოში, საყურე ნიშნებით იდენტიფიცირებულია მსხვილფეხა საქონლის 90%-ზე მეტი, რაც ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ასევე კეთილსაიმედო გარემოს გარანტიაა. თუმცა, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ქვეყანაში პრობლემად რჩება ფერმერების არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ. ადამიან...
პასუხისმგებლობისგან თავის არიდება კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე მაგალითად, როდესაც კონსტიტუციას ხელი მოაწერა, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას.ნადირაშვილის თქმით, პასუხისმგებლობისგან გამოძრ...
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 4,8 ათასი ტონა, რაც 2,9 ათასი ტონით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს (1,9 ათასი ტონა). აქედან იმპორტის 91,7% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. მიმდინარე წლის პირველ...
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მარტში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,2 ათასი ტონა, რაც 6,7 ათასი ტონით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს (3,5 ათასი ტონა). ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის მარტში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში იმყოფებოდა, სადაც რეგიონების გუბერნატორებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭ...
სირიას აღარ იქნება ქიმიური იარაღის წარმოების საშუალება. ეს მოსაზრება გამოთქვა სამშაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა რადიოსადგურ "Franceinfo"-თან ინტერვიუში. მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ შაბათს გაკეთებული დარტყმების შედეგად "განადგურდა სამი ობიექტი". მან დააზ...
BBC-ის შემდეგ აჭარის რეკლამა უკვე ევრონიუსზე ტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 195 ქვეყანაში ეცნობიან. სატელევიზიო რეკლამის გარდა წელს ტელეკომპანია „ევრონიუსი“-ს მაყურებელი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ მომზადებულ გადაცემებსა და ბლოგებს გაეცნობა. ჟურნალის...
„ვისოლ ჯგუფმა“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ქართული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნით ფერმერებს საწვავსა და ვტომომსახურებაზე სპეციალური პირობები შეუქმნა და ამიერიდან მათ „ვისოლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და „ვიანორის“ საავტომობილო პროდუქტ...
სომხეთის პოლიციამ მოუწოდა ჟურნალისტებს, რომლებიც ერევანში საპროტესტო აქციის აშუქებენ, დარჩნენ უსაფრთხო მანძილზე მომიტინგეებისგან. "კანონი უფლებას, აძლევს პოლიციას აქციის დაშლის და მზად არის ნებისმიერ დროს შეასრულოს თავისი მოვალეობა. ამის გათვალისწინებით მოვუწოდებთ ჟურნალისტებს დაიცვან დისტანცია მომიტინგეე...