85 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა.
თენგიზ სიგუა საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო 1990-1991 წლებში.
ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად.
1992 წლის 8 ნოემბერს კი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა.