40 წელი მაქვს ილია მეორის გვერდით გატარებული და არასოდეს უთქვამს, რომ მის შემდეგ პატრიარქი უნდა იყოს ვიღაც, არცერთ ადამიანზე, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"მე 40 წელი მაქვს მის [ილია მეორის] გვერდით გატარებული და არასოდეს არ უთქვამს, რომ მის შემდეგ პატრიარქი უნდა იყოს ვიღაც, არცერთ ადამიანზე, იმიტომ, რომ მას არ აქვს ეს მინიჭებული ღვთისაგან, რომ წმიდა სინოდის კრებაზე მან დაასახელოს კანდიდატი ან სიცოცხლეში ან გარდაცვალების მერე რამენაირად.
ასე რომ ეს არის მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშვნა მეუფე შიოსი და უფრო მეტს გეტყვით, მან კი დაინიშნა თავისთვის, როგორც მოსაყდრედ, მაგრამ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ პირველივე სინოდის კრებაზე ჩვენ, წმიდა სინოდმა დავამტკიცეთ იგი მოსაყდრედ. ჩვენ შეგვეძლო, სხვა მოსაყდრე აგვერჩია," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.