უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩს უკრაინაში ისტვან იიდარდოს საპროტესტო ნოტა გადასცა.
საქმე ეხება უნგრეთის მიერ ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრების დაბლოკვას.
გასულ კვირას, ისტვან იიდარტომ ინტერვიუში თქვა, რომ უნგრეთი დაბლოკავს ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრებს, რადგან შეშფოთებულია უკრაინაში მიღებული განათლები კანონის შესახებ, რომელიც ეროვნული უმცირესობების წინააღმდეგაა მიმართული.
მისივე თქმით, არ არის გამართლებული, რომ ნატო უმცირესობების საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის კანონი განათლების შესახებ არ აღვეს უნგრული წარმოშობის უკრანინელების უფლებებს. არამედ აძლევს მათ საშუალებას, "უკეთესად მოახდინონ თვითრეალიზაცია უკრაინაში, რაც ვენეციის კომისიამაც დაადასტურა".
მანამდე ბუდაპეშტმა ვეტო დაადო ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედი წარმომადგენლების მიერ მომზადებულ ერთობლივ დეკლარაციას უკრაინასთან დაკავშირებით.
დაძაბულობა კიევსა და ბუდაპეშტს შორის, უკრაინის პარლამენტის მიერ ენის შესახებ კანონის მიღებამ განაპირობა.
როგორც უნგრული მხარე აცხადებს, დოკუმენტმა მნიშვნელოვნად შეამცირა ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლის შესაძლებლობა.