უნგრეთი გააგრძელებს ნატო-უკრაინის-ს საბჭოს შეხვედრების ბლოკირებას, ენის შესახებ უკრაინული კანონის გამო. რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლების შესაძლებლობას, განაცხადა უნგრეთის ელჩმა უკრაინაში ისტვან იიდატრომ.
ელჩის თქმით, უნგრეთი არ აფერხებს უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პროცესს, არამედ ბლოკავს მხოლოდ ერთ ფორუმს.
"უკრაინას სურს გახდეს ნატო-ს წევრი, მათ უნდა აიღონ ვალდებულებები და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს. ჩვენი აზრით, ენის შესახებ კანონი ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს", - თქვა ელჩმა Glavkom-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, არ არის გამართლებული, რომ ნატო უმცირესობების საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს.
მანამდე ბუდაპეშტმა ვეტო დაადო ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედი წარმომადგენლების მიერ მომზადებულ ერთობლივ დეკლარაციას უკრაინასთან დაკავშირებით.
დაძაბულობა კიევსა და ბუდაპეშტს შორის, უკრაინის პარლამენტის მიერ ენის შესახებ კანონის მიღებამ განაპირობა.
როგორც უნგრული მხარე აცხადებს, დოკუმენტმა მნიშვნელოვნად შეამცირა ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლის შესაძლებლობა.