საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს დადებითად 32% აფასებს, ნეგატიურად - 57%.
პოლიტიკოსებსა და საჯარო ფიგურებს შორის ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი (70%) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს. უარყოფითი შეფასების მაჩვენებლით მას ზურა ჯაფარიძე მოჰყვება (66%).
მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპული საქრთველოს ერთერთ ლიდერს - დავით ბაქრაძეს აქვს (57%). დადებითი შეფასების მაჩვენებლით მას კახა კალაძე მოჰყვება (49%).
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.
კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა, 18 წლის ასაკიდან.
კვლევის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით ჩატარდა.