ევროკავშირი შეშფოთბულია მოლდოვის პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის საგარეო საკითხთა ოფისის პრესსპიკერმა მაია კოსიანჩიჩმა.
"მოლდოვის რესპუბლიკაში მთავრობის უნდობლობის გამოცხადება, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის გამო, აჩენს კითხვებს და შემაშფოთებელ სიგნალებს აგზავნის ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე.
რეფორმების საჭიროება, რომლის წინაშეც დგას მოლდოვა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, არ დაკარგავს აქტუალობას.
ევროკავშირთან პარტნიორობა ფოკუსირებულია მოლდოვის მოქალაქეთა კეთილდღეობაზე. ამ სულისკვეთების გათვალისწინებით, ევროკავშირს სურს ითანამშრომლოს პირებთან, რომლებიც მხარს უჭერენ მოლდოვაში რეფორმების განხორციელებას, რაც თავის მხრივ, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებაზეა დაფუძნებული", - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს, 12 ნოემბერს, მოლდოვის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
101-ადგილიან პარლამენტში, სანდუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მთავრობის უნდობლობის საკითხი დაკავშირებულია მაია სანდუს ინიციატივასთან გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით, რასაც ეწინააღმდეგებოდა მმართველი კოალიციაში შემავალი სოციალისტური პარტია.
უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, მთავრობის მოვალეობას დროებით ისევ ამჟამინდელი მთავრობა შეასრულებს, ვიდრე არ მოხდება ახალი კოალიციის ფორმირება და შემდეგ პარლამენტის მიერ დამტიცება.