"შინდისი"-ს საერთაშორისო აღიარება. საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. კინოფესტივალის გრან პრი გადაეცა დიმიტრი ცინცაძის ფილმს "შინდისი". თავად დიმიტრი ცინცაძე კი დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისორის პრიზით.