რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგია. „“არ გავაკეთებ ამას ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ანტირუსული განწყობას ქვეყანაში აღვივებენ ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოო ჯამში ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელიც რუსეთის მთავრობას რეკომენდაციას აძლევს განიხილოს საქართველოს მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიზანშეწონილობა და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები რუსეთის პრეზიდენტს.